6
პროევროპულ აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მიხეილ მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გდდ-ის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” ქებას აიძულებდნენ.
მე პირადად მისწორდებოდა განსაკუთრებული დეპარტამენტი, ერთ-ერთი მათგანი გამოეყო და უთხრა, რომ ხალხი გვხედავდა და ჩანდა ეს ყველაფერი, ამის შემდეგ, ცემა ცოტა ხანი შეჩერდა. ძალადობა გაგრძელდა უკვე სადამსჯელო ფურგონში.
იყო გინება, ფიზიკური შეურაცხყოფა. ფურგონში, ჩვენგან ითხოვდნენ, გვეთქვა ,,ხარება მაგარი კაცია ” , რაზეც უარი ვუთხარით, ამის შემდეგ კიდე ორი რაუდნი გაგრძელდა ეს ,,შეხლა-შემოხლა”.
დაკავების დროს მოხდა ჯიბეებიდან ნივთების ამოცლა, ჩემ შემთხვევაში, ამ ნივთებიდან მხოლოდ საფულე დამიბრუნეს” – თქვა მან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის სერიები გრძელდება. ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში ხუთზე მეტი მშვიდობიანი მომიტინგე დაკითხეს.