ომბუდსმენი: აქცია იყო მშვიდობიანი, არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი

2 weeks ago 8

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აქციის დაშლის მომენტში ამის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან პროტესტი მშვიდობიანი იყო.

„სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია“, — ამბობს იგი.

სრულად წაკითხვა