ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები

2 weeks ago 10

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მოუწოდებს შსს-ს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები.

„სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას (21:15-22:00) და როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა