მაკა გერგედავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმ ანტიევროპულ პროპაგანდას, დეზინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფები ავრცელებენ. მის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ერთი ვიდეო შემხვდა, სადაც ევროპაზე ცუდად ლაპარაკობს ერთი ახალგაზრდა გოგო. ყველაზე მცირედი მინდა, დავწერო კერძოდ, საფრანგეთზე. 1 წელია, ვებრძვი სიმსივნეს, ეს ყველამ იცით ჩემს გვერდზე მყოფებმა. ერთი წელია, ეს ქვეყანა მკურნალობს ჩემს დაავადებას. დავწერ მცირედს, რადგანაც არ მახსოვს ყველაფრის ფასი დეტალურად.
ოპერაცია – 21 000€
ქიმია – 1 500€ თითო (გავიკეთე 16) უმაღლესი ხარისხის
რადიოთერაპია – 15
წამალი – 10 წლის განმავლობაში უფასო
ტაქსი – უფასო
ექიმი სახლში მოსვლით – უფასო
მასაჟი – უფასო ( 10 თვეა დავდივარ)
კათეტერი ქიმიის – უფასო
პარიკი – 700€, აქედან 350 € დაფინანსებული
ანალიზები – თითო მინიმუმ 200€ (1 წელია ვიკეთებ)
პალატა მისი „დუშით“ – უფასო
მამოლოგი – უფასო
ყველა გამოკვლევა-უფასო
პროტეზები – 3 მაღალი ხარისხის, თითო – 300€
წინ კიდევ პლასტიკური ოპერაცია მაქვს, რომელიც ასევე უფასოა.
საქართველოში რაც ვიცი, იმას დავწერ:
კათეტერი 2000 ლარამდე არ ფინანსდება, უკეთებენ ვენაში ქიმიას.
ქიმია დაბალი ხარისხის, კარგი ხარისხის უნდა იყიდო.
მასაჟი რასაც დაგინიშნავენ მცირედს, იმის გარდა ფასიანი.
დრენაჟებით სახლში უშვებენ პაციენტს.
პლასტიკური ფასიანი (უფულობის გამო მკერდმოჭრილი გოგოები ვერ იკეთებენ).
რუსეთი:
ყველაფერი ფასიანია და იხდი შენ.
აქამდე არ დამიწერია ეს ყველაფერი და ახლა რატო ვწერ, რამდენი ონკოპაციენტია საფრანგეთში ქართველი?! დიდი თუ პატარა თუ ჩვილი. ესენი ყველა გადიან უფასო მკურნალობას. რამდენ დედას გადაურჩინეს შვილი, შვილებს მშობლები. იბადება კითხვა?! რატომ ჩვენს ქვეყანაში არა და რატომ ევროპაში? პასუხიც ნათელია. ვიღაც კობახიძემ არ უნდა შეუწყვიტოს ხალხს ეს. კობახიძემ არ უნდა გადაუწყვიტოს ხალხს მისი მომავალი. დედა რომელიც შვილის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს, იმ დედის მაგივრად კობახიძემ არ უნდა გადაწყვიტოს. აი, ეს მინდოდა მეთქვა და ცოტა დიდი პოსტი გამომივიდა.
P.S დავამატებ, თავგადაპარსული სადაც შევდიოდი, მაღაზიაში თუ სად, ყველა მეფერებოდა, ყველა სიყვარულით მიყურებდა. წარბის ფანქრის საყიდლად რომ შევედი გალარეა ლაფაეტში (ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, ვინც არ იცის, საკმაოდ ძვირიანი მაღაზიაა) ფანქარი მინდა-მეთქი და კონსულტანტმა გოგომ მისით დამიხატა წარბები და თან მასწავლა და პლიუს რომ ნახეს, ონკოპაციენტი ვიყავი, ათასი რამ საჩუქრად ჩამიდეს და ყველამ გადამკოცნა და გადამეხვია. ამას არასოდეს დავუვიწყებ ამ ქვეყანას. საავადმყოფოში როგორც სახლში, ისე დავდივარ. იქაც ყველა სიყვარულს აფრქვევს და ყველა მეხუტება.
ეს დამავიწყდა – მანიკიურ-პედიკურზეც დავყავდი, სპეციალურად ონკოპაციენტვის განკუთვნილზე, რომ კარგ ხასითზე დავმდგარიყავი.