არცერთი მათგანი დალაგებული არ არის – კახა კალაძე საზ.მაუწყებელში მისულ აქციის მონაწილეებზე

2 weeks ago 17

„ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამ მოღალატეებს და ფაშისტებს სამშობლოს არასდროს დავუთმობთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

კახა კალაძემ ტელევიზიის თანამშრომლებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა გადაუხადა. 

„საოცარი სცენარი იყო. რეალურად, ამ ადამიანებს ყოველდღე უნდა დაუთმოს ეთერი არა მხოლოდ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, არამედ ყველა ტელევიზიამ და ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ ისინი. არცერთი მათგანი დალაგებული არ არის. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ეს წარმოუდგენელია. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, საოცრება იყო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იქ მომუშავე თითოეულ ჟურნალისტს, ადამიანს, რომ ღირსეულად მოიქცნენ. 

კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, აუცილებლად განვვითარდებით ეკონომიკურად და გავხდებით ევროკავშირის წევრი. ამის დროც მოვა, მაგრამ ამ მოღალატეებს და ფაშისტებს, რა თქმა უნდა, სამშობლოს არავითარ შემთხვევაში და არასდროს დავუთმობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა