მე-15 ტურში ლაციოსთან მარცხით (0:1) ანტონიო კონტეს გუნდმა სერია ა-ში პირველობა დაკარგა.
მძიმე მარცხის შემდეგ, ნაპოლის ქომაგებმა სოციალურ ქსელებში რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკეს, რომელსაც არც ისე წარმატებული პერიო უდგას.
"რომელ იდიოტს მოაფიქრდა ოსიმენის გაშვება და ლუკაკუს მოყვანა?"
"ასე მგონია გუნდი ფორვარდის გარეშე თამაშობს"
"მის ტრანსფერში გადახდილი თანხით და ხელფასით უკეთესი მოთამაშის მოყვანა შეიძლებოდა"
"ყველაფერში დამნაშავე კონტეა! პირადად ის ითხოვდა ლუკაკუს გუნდში მოყვანას"
"ნაპოლიმ ოსიმენთან საერთო ენა უნდა გამონახოს და როგორმე შეინარჩუნოს"
"ოსიმენის შემდეგ მისი ხილვა მოედანზე საშინელებაა", - წერენ გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 31 წლის ბელგიელმა ჩატარებულ 15 შეხვედრაში თავის გამოჩენა 5 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა.