როგორც მოგეხსენებათ, ბუდუ ზივზივაძე კარიერას "ჰეიდენჰაიმში" გააგრძელებს.
ქართველმა "კარლსრუე" 2 წლის შემდეგ დატოვა.
"Transfermarkt" იუწყება, რომ "ჰეიდენჰაიმმა" ბუდუს ტრანსფერში 1,8 მილიონი ევრო გადაიხადა.
როგორც მედიაში იწერება, ეს თანხა "კარლსრუესთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ფინანსურად უჭირთ.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თუ ზივზივაძე ზამთარში არ გაიყიდებოდა, ის ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა, რაც მის ყოფილ გუნდს ძალიან არ აწყობდა.