“ოცნებამ” აირჩია რუსული გზა… ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია” – სალომე ზურაბიშვილი

4 days ago 3

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის და დეპუტატებს მიმართავს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ორი მოთხოვნა: ევროპული მომავალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები.

“მოთხოვნა არის ორი: დააბრუნეთ ჩემი ხმა, რადგან არჩევნები იქნა მოპარული, მომეცით ჩემი ევროპული მომავალი – ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა, ეს არის მოთხოვნა, რომ დაგვიბრუნდეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არის ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა დღეს. მათი მოთხოვნა არის, რომ დემოკრატიულად მოხდეს ხმის მიცემის უზრუნველყოფა. არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია. ამის დადასტურება არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა და ზოგჯერ მათ უწევთ თავის მოკატუნება, რომ ევროპისკენ მიდიან. მათ ამომრჩევლებს შორისაც კი, არის ის სურვილი, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხს სურს ევროპული გზით განვითარება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა