“ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა იქნება დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვის და საქართველოს “დასავლურ გზაზე” დაბრუნების საკითხებზე”, – გამართლდება თუ არა ქართული ოცნების მოლოდინები აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე. ამის შესახებ “რადიო თავისუფლებასთან” კურტ ვოლკერმა ისაუბრა, რომელიც იყო აშშ-ის ელჩი ნატოში და დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში 2017-2019 წლებში.
“ქართული ოცნების” მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე.
გავიხსენოთ ანაკლიის პორტი – ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ. იგივე ხდება აეროპორტთან დაკავშირებითაც. ამას გარდა, გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ირანში, ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება.” – განაცხადა ვოლკერმა.