“ოცნება” აგრძელებს ეუთო/ოდირის შეფასების არასწორ ინტერპრეტაციას” – ნონა ქურდოვანიძე

10 hours ago 3

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ქართული ოცნება” აგრძელებს ეუთო/ოდირის შეფასების არასწორ ინტერპრეტაციას და აცხადებს, რომ ფარულობის დარღვევა ბიულეტენზე მარკერის კვალის დატოვებით არავითარ სერიოზულ თემად არ არის მიჩნეულიო.

სინამდვილეში, ხმის ფარულობის დარღვევა ეუთო/ოდირმა სერიოზულ პრობლემად დააფიქსირა, მათ შორის, ბიულეტენზე მარკერის კვალის დატოვების გამო, ასევე, “ქართული ოცნების” მიერ კამერების განთავსების გამო, რომელიც ამ კონტროლის ატმოსფეროს ამძაფრებდა.

რასაც მთელი 2 თვის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ მარკერის კვალის ბიულეტენის მეორე მხარეს დატოვებით ფარულობა ვერ დაირღვეოდაო, ეუთო/ოდირის დასკვნით დაადასტურა, რომ ამ გზით ფარულობის დარღვევა შესაძლებელია.

რაც შეეხება იმას, რამდენი ასეთი ფაქტი დააფიქსირა ეუთომ დღის განმავლობაში, ამ სისტემურ პრობლემასთან მიმართებით მას არავითარი მნიშნელობა არ აქვს. ამ დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, 1 ფაქტის დაფიქსირებაც კი საკმარისია, რომ ყველა ტექნოლოგიური უბანზე განაზოგადო. საიას სადამკვირვებლო მისიამაც ამ დარღვევის მასშტაბები არა კენჭისყრის მიმდინარეობისას, არამედ დღის ბოლოს, ბიულეტენების დათვლისას დაინახა, როდესაც თითქმის ყველა ბიულეტენის უკან ჩანდა მარკერის კვალი.

სამართლებრივად, ამ სისტემური პრობლემის მასშტაბების გასაზომად უნდა მომხდარიყო ამ საკითხზე შეტანილი დავების სწორი გადაწყვეტა, თუმცა, “ქართული ოცნება” იმაზეც არაფერს ამბობს, რომ ეუთო/ოდირის შეფასებით, საარჩევნო დავების განხილვა ვერავითარ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და მკაცრად არის გაკრიტიკებული.

ხმის ფარულობის დარღვევა რომ სისტემურ პრობლემად აქვს დანახული ეუთო/ოდირს, ამას ადასტურებს რეკომენდაციაც, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს, რათა ხმის ფარულობა უზრუნველყოს, მათ შორის, საარჩევნო უბნების განლაგებისა და საარჩევნო მასალების დიზაინის გაუმჯობესებით. საარჩევნო კომისიამ სკრუპულოზურად უნდა მიიღოს პროცედურული სიფრთხილის ზომები, ამომრჩეველთა სიჭარბე და საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა არასათანადო თვალთვალი თავიდან აირიდოს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე. 

სრულად წაკითხვა