“ოცნების” დაბნეულობის ნიშნები და მიზეზები – ზურაბიშვილი

2 weeks ago 16

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე ამბობს:

დღევანდელი განცხადებები პრემიერის, კვირა დღეს, პრემიერის, მერე პარლამენტის თავმჯდომარის, მხოლოდ იმისი მანიშნებელი არის, რომ საკმაოდ დაბნეული არის დღეს მმართველი პარტია, იმიტომ რომ არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას. არამხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც ალბათ ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იციან, როგორ მართონ, გარდა ძალადობის და ეს ძალადობა ბოლომდე ვეღარ იქნება და აქვს თავისი ლიმიტი და უფრო ალბათ კიდევ დაბნეულები არიან იმის მიმართ, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნესსექტორში, სხვადასხვა მიმართულებით და თუნდაც ეკლესიიდან როცა ახალი ხმები ისმის, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაშორებს ევროკავშირიდან, ევროინტეგრაციიდან და მიჰყავს ეს ქვეყანა იქითკენ, საითკენაც არც ერთი ჩვენი წინაპარი არ მიდიოდა თავისი ნებით. ჩვენი ეკლესია ნამდვილად არასოდეს თავისი ნებით არ მიდიოდა და ეს არის ის მომავალი, რომელზეც ქუჩაში როგორც ყველა სხვადასხვა დაწესებულებაში, საქართველო დღეს უარს ამბობს.

სრულად წაკითხვა