„ქართული ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 800 000 ლარს დახარჯავს.
შესაბამის განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
როგორც ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყობა.