“ოცნების” პარტიული სიის წევრი გიორგი მაჭარაშვილი ახალგაზრდებს აქციაზე გასვლას უშლის” 

3 weeks ago 15

“ქართული ოცნების” პარტიული სიის წევრ გიორგი მაჭარაშვილს ახალგაზრდების დაშინებაში ადანაშაულებენ.  როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, ის ახალგაზრდებს აქციებზე გასვლას უშლის, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, ახალგაზრდული ორგანიზაციიდან აგდებს. 

საუბარია ორგანიზაციაზე “ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის”, რომელიც გიორგი მაჭარაშვილმა დააფუძნა და რომლის მთავარი დამფინანსებელი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაა. 

ყველამ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ დღესაც ვერ გადიან ბავშვები აქციაზე ამ პიროვნების შიშით. ახალგაზრდულ ცენტრში ატარებს პარტიულ პოლიტიკას, ვინც არ ეთანხმება აბულინგებს და აგდებს.  დიახ, აგდებს ჩათიდან და არ აძლევს საშუალებას დაესწრონ კლუბის აქტივობებს. თუ პარტიული ან კერძო კლუბია, რატომ იყენებენ სახელმწიფო ქონებას ოფისად? და, თუ სახელმწიფო ანუ ხალხი ვაფინანსებთ, რატომ არავინ აკონტროლებს ამ განუკითხაობას?“, – ამბობს მარიამ ჩუტკერაშვილი. 

გიორგი მაჭარაშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში მოხვედრის შემდეგ ფორმალურად დატოვა. 

მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების საწინააღმდეგო პოსტებსაც აქტიურად აზიარებს და “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია. 

სრულად წაკითხვა