ო, როგორ გინდათ საქართველო მარიტასავით ვირზე უკუღმა შესვათ, მაგრამ აი, ეგღა გვაკლია, ქართველების აღმა ხნული, ვიღაც დაქირავებულ, დაზომბირებულ, უნიჭო შპანას დაღმა გაფარცხინოთ

8 hours ago 4

წაკითხვა: 1

ო, როგორ გინდათ საქართველო მარიტასავით ვირზე უკუღმა შესვათ, დაცინოთ, ტალახი ესროლოთ, მერე მიაგდოთ, ზედ ფეხით შედგეთ, წილი განიგდოთ და სული ამოხადოთ..ძალიან კი გინდათ მარაა.. აი, ეგღა გვაკლია, ქართველების აღმა ხნული, ვიღაც დაქირავებულ, დაზომბირებულ, უნიჭო შპანას დაღმა გაფარცხინოთ“- წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და ოპოზიციას მიმართავს:

“აცხონოს ღმერთმა იმ დიდი ქართველების სული.. ერთმა ,,რას ჩადიხართ და რას დაემსგავსეთ თქვე უბედურებო” შეგიძახათ და მეორემ –  ,,მოყვრის მგმობი, მტრის არ მცნობი”ხართო, სამედიცინო დასკვნა დაგიდოთ.

რისი და ვისი გამაერთიანებელი და მყვარებელი თქვენ ხართ, ვირტუალურად და მოდელირებულად დაყავით უკვე საქართველო და ცხვრის ქურქში გადაცმულად, უღმერთოდ მეგრელ-სვან-კახელ-იმერლებად ,,მარშით” დაყიალობთ რუსთაველზე.. როგორაც რო სატანა, ლოცვის გაგონებაზე გველივით იკლაკნება, თქვენც იგივე გემართებათ როცა ჩვენ შევძახებთ:
დიდება უფალს!
მადლობა უფალს!
ჩვენთან არს ღმერთი!
საქართველოს გადავარჩენთ!.. თქვენ კი,,ნარდი პერის ეთამაშეთ“- წერს ზაზა პაპუაშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა