პაატა სალია, არჩილ გორდულაძე და სხვები | „ოცნებამ“ 8 ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

1 week ago 6

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 8 წერვის ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნო.

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლე იქნება ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე — არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე — სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე — თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე — თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე — პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე — გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე — ირაკლი ჭეიშვილი.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არცერთი ოპოზიციური ძალა. ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში განცხადებებიც დაწერა მათი წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუმცა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მათი განცხადებები არც განიხილა.

სრულად წაკითხვა