,, პარტიებო (ქოც-ნაც) გახსენით საკუთარი მედიები აზრისთვის და ლაპარაკისთვის, სანამ სისხლი დაღვრილა” – იაგო ხვიჩია

2 weeks ago 5

2

,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია:

,,ამ აქციებს ერთი კარგი შედეგი მოჰყვება – ახალგაზრდობა ახლოდან გაიცნობს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემას და მიხვდება რას ნიშნავს, როცა მთავრობა, არა სახალხო ნდობაზე, არამედ ტლანქ ძალაზე დგას.

იმედი ვიქონიოთ, რომ შიშის, უიმედობის და გაქცევის ნაცვლად, შურისძიება მოუნდებათ, მათ შორის, საკუთარ მშობლებზე, რომლებმაც ეს ბოროტება დაახვედრეს და მის დასანგრევად ყველაფერს გააკეთებენ.

თუმცა მშობლების მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოუვათ, წააგებენ.

მშობლებს კი გარეთ გამოსასვლელად მხოლოდ ემოცია არ ჰყოფნით, იმ იდეის და აზრის დანახვაც სჭირდებათ, რის მისაღწევადაც იბრძვიან შვილები.

პარტიებო (ქოც-ნაც) გახსენით საკუთარი მედიები აზრისთვის და ლაპარაკისთვის, სანამ სისხლი დაღვრილა, რადგან ადამიანები თუ არ საუბრობენ, ცოტა ხანში, ეს ჩხუბში გადაიზრდება, ჩხუბს მოჰყვება მსხვერპლი, რომელიც თქვენს კისერზე იქნება.

(ერთხელ უკვე გაიარა ამ ქვეყანამ ეს გზა).

პატივი ეცით ახალგაზრდების ბრძოლას.

ნაბიჭვრობაა სალაპარაკო სივრცის დახშობა, იმის გამო, რომ მსხვერპლს სულმოუთქმელად ელოდები.”

სრულად წაკითხვა