გორში კოალიციის “ერთიანობა” ოფისს თავს დაეხსნენ. კოალიციის წევრები ამბობენ, რომ თავდასხმა “ქართული ოცნების” წევრის, დიმიტრი სამხარაძის დავალებით დაიგეგმა.
“მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ” ქართულ ოცნებას”. კერძოდ კი, დიმიტრი სამხარაძეს, რომელიც თავისი აგრესიულობით გამოირჩევა“, – აცხადებს ანო ბალიაშვილი.
კოალიციის წევრებმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც გაავრცელეს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიდის ამ დრომდე უცნობი პირი პარტიის ოფისთან და როგორ ამაგრებს ასაფეთქებელს.
“პასუხისმიგებელია ასევე ვალერიან თელია, შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, რადგან ოფისზე თავდასხმის 13 შემთხვევიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში მოხდა სავარაუდო დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა. სწორედ ამ დაუსჯელობის სინდრომს მივყავართ იქამდე, რომ მსგავსი ვანდალური ფაქტები ხდება, რადგან “ქართული ოცნების” ნიღბიანმა ტიტუშკებმა იციან, რომ მათ არავინ შეეხება“, – ამბობს ბალიაშვილი.
შსს-ის ცნობით მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.