"პატარა არარაობებს ტკივილს მივაყენებ" - მაკგრეგორმა თოფურიას ირონიით უპასუხა

1 week ago 5

ილია თოფურიამ მედიასთან არაერთხელ თქვა, რომ კონორ მაკგრეგორმა სპორტსმენისთვის დამახასიათებელ გზას გადაუხვია და ის ახლა ალკოჰოლიკს უფრო წარმოადგენს, ვიდრე UFC-ის მებრძოლს.

ირლანდიელმა მებრძოლმა და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა. მაკგრეგორის პასუხში ილიას სახელი არ ფიგურირებს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მას აქცენტი სწორედ ქართველზე ჰქონდა.

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ამ პატარა მიმბაძველ არარაობებს ძალიან დიდ ტკივილს მიაყენებს. საქმე ისაა, რომ 27 წლის ასაკში ყველაფერი დავასრულე. ჩხუბი იმდენად იოლი იყო, რომ მას სწორედ 27 წლის ასაკში შევეშვი.

- თქვა მაკგრეგორმა.

სრულად წაკითხვა