ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:
ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში.
ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას ქოცებსო.
პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით.
ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის.
ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას.
“ოცნება” დამპირდა, რომ რუსულ კანონს შინაარს შეუცვლის – ბერსე