“პატრულს ვკითხე, როგორ წავიდე რუსთავის მიმართულებით–თქო და კანონი დაარღვიეო”– გაოგნებული მოქალაქე მოსამართლეს

1 week ago 5

1

კაცს, რომელიც 10 ნოემბერს, საპროტესტო აქციების გამო ჩაკეტილი გზის გახსნას ელოდებოდა, გზის გადაკეტვას ედავებიან – 43 წლის გიორგი მამისაშვილი განსასჯელის სკამზე ზის. საქმეს ამ წუთებში მოსამართლე ზვიად ცეკვავა იხილავს.

მოქალაქე ირწმუნება, რომ მაშინ, როცა დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიდიოდა, თავად საპატრიარქოსთან იდგა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდა სახლში დასაბრუნებლად, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ საპატრულო პოლიციისთვის დასმული კითხვა მას სასამართლოში დაბარების ფასი დაუჯდებოდა.

რა დავაშავე? პატრულთან უნდა მივსულიყავი, რომ მეკითხა, როგორ გადავადგილდე რუსთავის მიმართულებით, საპატრიარქოსთან ვიდექი და მაინტერესებდა, იმან მიმითითა, არ მომიახლოვდეო, ჩემთვის წავედი უკან და ამ დროს აღმოჩნდა, რომ კანონი დავარღვიე. როგორ წავსულიყავი არვიცი”, – განაცხადა 43 წლის კაცმა სასამართლოზე. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სხვა პირების საქმეებსაც განიხილადვა ზვაიდ ცეკვავა. ადვოკატები საქმის აბსურდულობაზე საუბრობენ და ამბობენ, მხარეები იმ პირების ამოცნობას ვერ ახერხებენ, რომლების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოცხადებასაც მოითხოვენ.

ოქმი არ არის წარმოდგენილი ამოცნობის, პირი არ არის, რომელმაც ამოიცნო, შესაბამისად, ნამდვილად არის თუ არა ის პირი, ის პირი ამასთან დაკავშირებით პრობლემაა პროცესზე. ასევე მხარეს ვკითხე იმ მუხლთან დაკავშირებით, რომლითაც ადამიანებს აჯარიმებს, თუ იცის რომელი მუხლი არის, მითხრა, რომ ზუსტად არ ახსოვს ეს მუხლი და დაახლოებით 5 წუთში მოქალაქებს მოუწოდა, თქვენ რომ არღვევდით, ეს მუხლი უნდა გცოდნოდათო. მოქალაქეებს გაეცინათ ამასთან დაკავშირებით და მოსამართლემ სხდომა დახურა”, – აღნიშნა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

სრულად წაკითხვა