"პენალტი თუ დაინიშნა, ის დაარტყამს" - ანჩელოტის პრესკონფერენცია მატჩის წინ

2 weeks ago 11

როგორც იცით, ლა ლიგის შემდეგ ტურში მადრიდის "რეალს" "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკთან" ელის თამაში. 

აღნიშნული თამაშის წინ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"რთული დაპირისპირება გველის. კარგი მეტოქეა. კარგ მომენტში ვართ და გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო თამაში. "ატლეტიკი" ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. 

"ვინ დაარტყამს პენალტს თუ დაინიშნა? მბაპე და ბელინგემი გადაწყვეტენ, ვინ გააკეთებს ამას.  

"ჩუამენი? ის თავს ძალიან კარგად გრძნობს და მზად არის დაიწყოს. ხვალ ნახავთ სად ითამაშებს.

"რაულ ასენსიო? მან აჩვენა, რომ საიმედო მოთამაშეა, არაფერი აკლია, მოტივირებულია. მისი სკამზე დატოვება დღეს... ამის გაკეთებამდე ძალიან კარგად უნდა დავფიქრდე. 

"ჩუამენის პოზიცია? მთავარია ის დაბრუნდა. ის ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა", - თქვა ანჩელოტიმ.

სრულად წაკითხვა