„პირველი არხის პროდიუსერი, ორ სასწაულ რამეს ამბობს“ – ვახო სანაია

1 week ago 9

18

ჟურნალისტი ვახო სანაია:

„პირველი არხის პროდიუსერი, რომელიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გასაშავებლად გამოიყვანეს ბორდის სხდომაზე, ორ სასწაულ რამეს ამბობს.

1. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა 28 ნოემბერს მოწმენდის ცაზე გამოხატა პროტესტიო. ეს ის დღეა, როცა კობახიძის ბრიფინგი გაიმართა, ევროკავშირზე უარს ვამბობთო. ანუ საინფორმაციო პროდიუსერი გვოხსნის, რომ საგარეო კურსის ცვლილების ოფიციალურად გამოცხადება ,,მოწმენდილი ცა” ყოფილა.

2. ჩვენი ოპერატორი სასიკვდილოდ სცემა სპეცრაზმმაო. ანუ პრაქტიკულად ჩვენება მისცა ბორდის სხდომაზე. წესით, ეს ადამიანი უნდა დაიკითხოს. მოწმეა, რომელიც ადასტურებს ოპერატორის სასტიკ ცემას სპეცრაზმელის მიერ.

პროდიუსერი გარტყმაში არაა, რომ ეგ არ უნდა ეთქვა და მაღლაფერიძეს სულ სხვა მიზნით გამოჰყავდა სხდომაზე, ეს ერთი საკითხია. მეორეა, ახლა დაამწკრივა პროდიუსერები მენეჯმენტმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ებრძვიან ურცხვად, ჩვენ მასთან არ ვიმუშავებთო.“

სრულად წაკითხვა