“პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის, დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს” – კობახიძე

1 day ago 3

1

ირაკლი კობახიძე ალან ბერსესთან საუბრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს:

მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ძალადობრივი აქტების გამო ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. საქართველოში, განვმარტეთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან გათავისუფლებულები. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. 

მსჯელობა გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებით. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის. ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესშიც, კანონის მიღების შემდეგ. ვამბობთ კიდევ ერთხელ მარტივ რამეს: თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის. სადაც დაგვისაბუთებენ, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, იქ მზად ვართ გადასინჯისთვის. ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის, დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ვითხოვთ ამდენი ხანია. მართლა საოცრება მოხდა. ეს შეიცვალა. აქედან გამომდინარე, დავუდასტურეთ ამ ღირსეულ კაცს მზაობა დისკუსიისთვის. 

სრულად წაკითხვა