“პირველი მერცხალი” – შსს-ს აკადემია ინსტრუქტორმა დატოვა

2 weeks ago 16

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსმა ინსტრუქტორმა, გიორგი გაბეხაძემ სამსახური დატოვა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაბეხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მან შსს-ს “პირველი მერცხალი” უწოდა.

“დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან”, – დაწერა გაბეხაძემ სოციალურ ქსელში.

“შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გაბეხაძეს.

მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, არაერთმა საჯარო მოხელემ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. სახელმწიფო უწყებების ათობით თანამშრომელმა განცხადებები გაავრცელეს და გააკრიტიკეს “ოცნების” გადაწყვეტილება.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა