შსს-ს ცნობით ერთი პირი დააკავეს ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით.
1998 წელს დაბადებული გ.ხ. -ს ბრალი ედება 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის დაზიანებაში. შსს-ს ცნობით, კამერები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე იყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს 6 წლამდე პატიმრობას.