პოლიცია თბილისში სასტიკად უსწორდება და აკავებს მომიტინგეებს – 2 დეკემბერი

2 weeks ago 18

პოლიციამ 2 დეკემბერს, 07.00 საათზე გამთენიისას კვლავ დაარბია აქცია, სასტიკად გაუსწორდა მომიტინგეებს და დააკავა მათი ნაწილი.

პოლიცია მეტროში შეყვა მომიტინგეებს და სასტიკად გაუსწორდა. ამ გზით მომიტინგეები ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ. 

1 დეკემბერს თბილისში სამ ადგილას გაიმართა აქცია – საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც მომიტინგეები ითხოვდნენ ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას, ასევე ყოველდღიურად ეთერის დათმობას საზოგადოების წამომადგენლებისთვის, ასევე ბიძინა ივანიშვილის სახლთან და პარლამენტთან. 

საბოლოოდ ყველა აქციის მონაწილე  პარლამენტთან შეიკრიბა.

ფოტო:  EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

 მობილიზებული იყო სპეცრაზმიც, რომელმაც  წინა დღეებისგან განსხვავებით,  წყლის ჭავლით გამოყენება მალევე, დაახლოებით 21.00 საათზე დაიწყო.

EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

ამის შემდეგ პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი და მხუთავი აირი, როს გამოც მომიტინგეებმა დატოვეს პარლამენტის ტერიტორია და გადაინაცვლეს ოპერასთან. 

foto: EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

ფოტო: ევა ართმელაძე/ნეტგაზეთი

სრულად წაკითხვა