პოლონეთმა გააუქმა საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა ასეთი კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრაზე

1 week ago 5

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს აღარ მიიწვევენ ევროპის ქვეყნების ამავე პროფილის კომიტეტთა თავმჯდომარეების შეხვედრაზე, რომელიც 2025-ის იანვარში იყო დაგეგმილი.

ეს გადაწყვეტილება მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის პარლამენტის ქვედა და ზემო პალატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებმა მიიღეს.

„გადავწყვიტეთ, უკან გავიხმოთ ეს მოწვევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროინტეგრაციაზე. უარესდება სიტუაცია ხალხისთვის, ვინც საქართველოს ქუჩებში დემოკრატიისთვის იბრძვის. მათ მხარეზე ვართ, ვინც იცავს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ევროპულ საზოგადოებაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა