პოლ პოგბა ლიგა 1-ის კლუბს უახლოვდება - უახლესი ცნობები

1 week ago 13

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" დატოვების შემდეგ, პოლ პოგბას სურს კარიერა ლიგა 1-ის გიგანტში, "მარსელში" გააგრძელოს, სადაც მას "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი ყოფილი თანაგუნდელი, მეისონ გრინვუდი დახვდება.

როგორც ყველასათვის ცნობილია, პოლს არალეგალური პრეპარატის მიღების გამო ფეხბურთის თამაში აკრძალული აქვს. ფრანგ ნახევარმცველს მოედანზე დაბრუნების საშუალება 2025 წლის მარტში მიეცემა.

"ბებერ ქალბატონთან" არსებული კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმებით შეწყვეტის შემდეგ, პოგბა თავისუფალი აგენტი გახდა და ახალი კლუბის ძებნასაც აქტიურად შეუდგა. როგორც ირკვევა, 31 წლის ნახევარმცველის "მარსელში" ტრანსფერს თანამემამულე და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, ადრიენ რაბიოც მხარს უჭერს.

ფრანგის მომავლის შესახებ სპეკულაციების ფონზე, RMC Sport იუწყება, რომ "მარსელს" ნამდვილად სურს თავისუფალი აგენტის დამატება მას შემდეგ, რაც მისი შეზღუდვის ვადა საბოლოოდ ამოიწურება. როგორც ცნობილია, კლუბის მფლობელი ფრენკ მაკკორტი, ნახევარმცველის გულშემატკივარია მას შემდეგ, რაც მისი თამაში ევრო 2016-ზე იხილა.

სრულად წაკითხვა