პრეზიდენტმა ბაიდენმა 15 იანვარს თეთრი სახლიდან ამერიკელებს უკანასკნელად მიმართა.
ჯო ბაიდენს, რომელმაც ვაშინგტონის პოლიტიკურ სცენაზე თითქმის 50 წელი გაატარა, 20 იანვარს მთავარსარდლის რანგში დონალდ ტრამპი ჩაანაცვლებს. ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმისას აცხადებდა, რომ “ერის სული იყო საფრთხეში” და თქვა, რომ ეს ახლაც ასეა.
“ისტორია თქვენს ხელშია, ძალაუფლება თქვენს ხელშია, ამერიკის იდეა თქვენს ხელშია”- თქვა პრეზიდენტმა.
ბაიდენის პრეზიდენტობის ბოლოს, მისი მოწონების მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ დონეზეა, თუმცა პრეზიდენტის რანგში ბოლო მიმართვაში მან ხელფასების, ინფლაციის, მრეწველობის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის და სამედიცინო დაზღვევის სფეროებში საკუთარ მიღწევებზე ილაპარაკა.