პრეზიდენტი აქციის დაკავებული მონაწილეებისთვის ფონდს ქმნის

2 weeks ago 15

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია სპეციალური ფონდის შექმნა, რომელიც აქციის დაკავებულ მონაწილეებს მოხმარდება.

განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორც არის. არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. სამართლებრივი დაცვა სჭირდებათ დაკავებულ ადამიანებს.

მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოებიდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს იმისთვის საჭირო, რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ. დახმარება კიდევ სხვა რამეში გამოიხატება, ჩვენ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან”- განაცხადა პრეზიდენტმა.

სრულად წაკითხვა