პრეზიდენტი: რეპრესიული ძალები პოლიტიკოსებს ათრევენ, იჩხრიკება პარტიის ოფისები და პრემიერი ამას ეძახის "პრევენციას"

2 weeks ago 16

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოპოზიციური პარტიების ოფისების ჩხრეკას, ოპოზიციონერების დაკავებას და "რეპრეიებს" უწოდებს ბოლო რამდენიმე საათში განვიტარებულ მოვლენებს.

"საქართველოში პროტესტს უნდა გადაერქვას რეპრესიები საქართველოში. პოლიტიკურ ლიდერებს რეპრესიული ძალები ათრევენ, პარტიის ოფისებში ჩრეკის ოპერაციები ტარდება, იჩხრიკება ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისები. პრემიერ-მინისტრი ამას ეძახის "პრევენციას", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში პოლიციის მიერ 4 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკა "არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“.

„მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 18:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ „სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს, ჩვენი გათვლებით, იყო დაგეგმილი დეკემბრისთვის“.

მან ახსენა ისიც, რომ „მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებზე“.

„სისტემურად ადამიანების მომარაგება ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა.

სრულად წაკითხვა