პრეზიდენტი 29 დეკემბრის შემდეგაც ვიქნები — სალომე ზურაბიშვილი

11 hours ago 3

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტად 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩება.

„29-ზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, შემაშინებენ. რაღაც მუქარით მელაპარაკებიან. ვერ მიცნობენ. ეს არის მცდელობა, ამაგდონ, და ვთქვა — აბა რა..

მეორე მხრივ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი ჯგუფიდან — დავიცავთ პრეზიდენტსო. არ ვარ დასაცავი, არც მეშინია. ვნახოთ სად ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ — პრეზიდენტი, თავისი სიმბოლიკით, დატვირთვით და დამოუკიდებლობით. იქნება ეს პრეზიდენტი ყველას მსახური“, — განაცხადა მან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი გუშინდელი მიმართვის ხელახალი ჩანაწერი — ამჟამად, ორბელიანების რეზიდენციიდან. ზურაბიშვილმა დიდწილად, გაიმეორა გუშინდელი განცხადებები, თუმცა რამდენიმე ახალი განცხადებაც გააკეთა.

აქციაზე მისულ ზურაბიშვილს სიტყვის ბოლომდე წარმოთქმის საშუალება არ მიეცა, ტექნიკური ხარვეზების გამო, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების მოწყობილი იყო. იქამდე, პოლიციამ ხელი შეუშალა აქციის მონაწილეებს გამოსვლისთვის საჭირო აპარატურის მიტანაში.

სრულად წაკითხვა