პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელები ოლიგარქიის მზარდი საშიშროების თაობაზე გააფრთხილა

5 hours ago 2

შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვით გამოემშვიდობა.

ბაიდენმა ილაპარაკა თავისი ადმინისტრაციის ეკონომიკურ და სხვა მიღწევებზე, რომელთა შედეგებსაც, მისი თქმით, ამერიკელები დროთა განმავლობაში უფრო იგრძნობენ და მოქალაქეები გააფრთხილა ოლიგარქიის მზარდი საშიშროების თაობაზე.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მასში დიდ შეშფოთებას იწვევს მცირერიცხოვანი უმდიდრესი ადამიანების ხელში ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია. ბაიდენის თქმით, დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს და თავისუფლებას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს.

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკია. ტრამპი აპირებს მას ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვა დაავალოს.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.

სრულად წაკითხვა