პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა.

2 weeks ago 4

6

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 მსჯავრდებულიდან 3 სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.

“4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან”‘, – წერია ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა