პრესის თავისუფლების დამცველი გლობალური ქსელი “საერთაშიროსო პრესის ინსტიტუტი” (IPI) ითხოვს ვეტერანი ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
IPI ხაზს უსვამს, ამაღლობელის დაკავება ხდება საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტების შევიწროებისა და თავდასხმების სწრაფად მზარდ კონტექსტში და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოხსნას არაპროპორციული ბრალდებები ამაღლობელის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და შეწყვიტოს ყოველგვარი შევიწროება „ბათუმელებისა“ და მისი თანამშრომლების მიმართ.
IPI-ის გლობალური ქსელი სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს და ყველა სხვა დამოუკიდებელ რეპორტიორს, რომლებიც ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ.
“ამაღლობელი არის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ონლაინ საინფორმაციო პორტალიზ, რომელიც ხშირად აშუქებს კორუფციას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო მოხელეების მონაწილეობით. მიუხედავად თავდასხმების, მუქარისა და ზეწოლისა, ამაღლობელმა და “ბათუმელებმა” აჩვენეს ურყევი ერთგულება ჟურნალისტური დამოუკიდებლობისადმი. 2023 წელს „ბათუმელები“ IPI-IMS Free Media Pioneer Award-ის მოკლე სიაში მოხვდა”, – ნათქვამია IPI-ის განცხადებაში .
„ბათუმელების“ აღნიშნავს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ შეურაცხყოფა მიაყენა “ბათუმელების” რედაქტორ ეთერ თურაძეს და რომ „ბათუმელებმა“ არაერთხელ ამხილა დგებუაძის დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევი.
IPI იმოწმებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ინციდენტის ამსახველი ვიდეოში ნაჩვენები სილა იყო „სიმბოლური და არ ჰქონდა საკმარისი ძალა ზიანის მიყენებისთვის“ და, შესაბამისად, არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის სტანდარტს.
IPI ასევე აღნიშნავს, რომ ცალკე საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გურამ მურვანიძეს, ოპერატორს და „ბათუმელების“ ფოტოგრაფს. მურვანიძე პოლიციამ 12 იანვარს აქციის გაშუქებისას დააკავა. პროკურატურა მას სამართალდამცავების კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.