პროკურატურის ცნობით, ჩატარებული ექსპერიმენტებით არჩევნების გაყალბების ბრალდებები ვერ მტკიცდება

10 hours ago 2

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიების შუალედური ინფორმაცია გაასაჯაროვა. პროკურორი ბექა კვიციანის მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე ვერ დასტურდება პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მასმედიაში გავრცელებული ცნობები.

„ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა“, - თქვა პროკურორმა და დასძინა, რომ ეს „დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც“.

მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზაზე წარადგინეს მარკირების სითხე, „ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ლუმინისცირებას (ნათებას) ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“. არცერთი ეს პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქციები იმართება 2024 წლის 28 ოქტომბრიდან. პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

არჩევნების გაყალბების საქმის საქმის გამოძიება პროკურატურმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე 2024 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სრულად წაკითხვა