“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმ განსხვავებებთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში პარტიების აკრძალვის საკითხს ეხება:
,,რუსთავი 2 “ ცდილობს დაგვაჯეროს, რომ საქართველოში ოპოზიციის აკრძალვა მისაღებია, რადგან უკრაინამ და მოლდოვამაც აკრძალეს პარტიები. მაგრამ მთავარი განსხვავება სწორედ აქ არის!
უკრაინასა და მოლდოვაში შეზღუდვები პრორუსულ ძალებსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა. საქართველოში კი ქოცები ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს არჩევნების ლეგიტიმურობის უარყოფის, ოპოზიციური თანამშრომლობისა და 2008 წლის ომის სადავო ინტერპრეტაციების საფუძველზე.
უფრო მძიმეა ის, რომ სარჩელში ომის შესახებ წარმოდგენილი არგუმენტები საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს და რუსეთის პასუხისმგებლობას უკანა პლანზე სწევს ნარატივს, რომელიც რუსეთის ინტერესებს შეიძლება ემთხვეოდეს.
პრორუსული პარტიების წინააღმდეგ ზომების მიღება და პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა ერთი და იგივე არ არის. სხვა ქვეყნების მაგალითებით საქართველოში ოპოზიციის დევნის გამართლება დემოკრატიის დაცვა კი არა, პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხეა“, – წერს ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა