პროტესტის მე-40 დღე: მოქალაქეები შობას ქაშუეთთან ხვდებიან

1 day ago 3

პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან შობას ერთად ხვდებიან. მანამდე, მათ თბილისის ხუთი სხვადასხვა ტაძრიდან, სანთლებით ხელში, საშობაო მსვლელობა მოაწყვეს, საბოლოოდ კი ისინი რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ. 

შობის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ ცნობს საქართველოს პარლამენტისა და მე-6 პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას. მან ჟურნალისტებთან კომენტარისას თქვა, რომ ერთიანობა მოიტანს გამარჯვებას.

პროევროპული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - მოქალაქეები შობას ქაშუეთის ტაძართან ხვდებიან. 6 იანვარი, 2025 წელი

პროევროპული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - მოქალაქეები შობას ქაშუეთის ტაძართან ხვდებიან. 6 იანვარი, 2025 წელი

"შობის ღამეს ერთად ვდგავართ და მე მგონი, ეს არის მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ეს თუ შევძელით, ეს არის გამარჯვება და ეს არის ის, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა", - თქვა მან.

სრულად წაკითხვა