პროევროპული აქცია უწყვეტად გრძელდება. დღეს, დედაქალაქსა და რეგიონებში მოქალაქეები უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
14 იანვრის პროტესტების განრიგი:
თბილისი:
15:00 საათი, თეატრები და მაყურებლები ვერთიანდებით მარშში ტირანიის წინააღმდეგ!
ახალი თეატრი
19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!
საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00-22:00 საათი, ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს!
ვეკუას 3ა
ქუთაისი:
19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს!
მერიის წინ
ბათუმი:
19:00 საათი, უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით – სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 48-ე დღე
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
17:00 საათი, წინააღმდეგობის 48-ე დღე ზუგდიდში!
სამხარეო ადმინისტრაცია
თელავი:
18:00 საათი, საპროტესტო აქცია
მერია
შეგახსენებთ, მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 28 ნოემბერს, 18:00-საათიან ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. მას შემდეგ აქციები დედაქალაქში, რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ, ემიგრანტების ორგანიზებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.