პროტესტი თეატრალური უნივერსიტეტში- სტუდენტები რექტორისგან ძალადობის დაგმობას ითხოვენ

2 days ago 5

პროტესტის ეპიცენტრში თეატრალური უნივერსიტეტია – სტუდენტები ამ წუთებში რექტორს ხვდებიან, რომლისგანაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გავრცელებას ითხოვენ.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ ახლა საჭიროა, ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა საჯარო განცხადება გამოაქვეყნოს, რომლითაც საპოლიციო ძალების მიერ მსახიობებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობას კატეგორიულად დაგმობს.

“კითხვაზე, რატომ გაუჭირდა უნივერსიტეტს ამ განცხადების დაწერა, ჩვენ არ გვაქვს. მათ აქვთ და ამიტომ გვინდოდა ამდენი ხანი შეხვედრა რექტორთან, რომ ამ კითხვაზეც პასუხი მოგვესმინა და განცხადება გავრცელებულიყო. განცხადება არის უმარტივესი, რომ მისივე ყოფილ სტუდენტებს და ლექტორებს სოლიდარობა გამოუცხადონ”, – ამბობს ნია გუგავა.

სრულად წაკითხვა