“პუტინის დედას შე@ეცი… არ მინდა ესეთი ევროპა…” – რისი თქმა სურს ნიკო ნანიტაშვილი

2 weeks ago 17

4

მანანა ბერიკაშვილის სიძე, პოსტტვ–ის თანამშრომელი, ნიკო ნანიტაშვილი დღეს ვიდეოს ავრცელებს, სადაც გუშინდელ მისივე პოსტზე განცხადებებს ეხმაურება. გუშინ ნიკო ნანიტაშვილმა აგინა პუტინს, რუსეთს და თქვა, ჯალათები უწოდა იმათ, ვინც მომიტინგეებს ცემდა გასული ღამეების მანძილზე.

ნინო ნანიტაშვილი დღეს, პირველ დეკემბერს, ამბობს:

ჩემი პოსტი, რომელიც ადამიანური, მოქალაქეობრივი პოზიციიდან დავწერე, გახდა განკითხვის საგანი, თურმე, მე შემეშინდა და თავს ვუშველე, თურმე, ბულინგის მსხვერპლი ვარ, თურმე, პოსტ ტვ–ში, სადაც ამდენი ხანია ვმუშაობ, მაძალებენ, ხელ–ფეხს მიკრავენ, თავისუფალი სიტყვის თქმის უფლებას არ მაძლებენ, იარაღით მადგანან და საცოდავად სიტყვის თქმას ვერ ვბედავდი, ეს არის სისულელე და მარაზმი.

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ – ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, ვინმე ჩემთან მოსულიყო, რამე დაევალებია, დაეძალებია, ეთქვა, რომ განცხადება უნდა გავაკეთო ვინმეს წინააღმდეგ, ან ვინმეს საკეთილდღეოდ. უმადურობაზე ცუდი ადამიანისთვის არაფერია, ამაზე დიდ ბოროტებაც არაფერია, როცა ყველანაირ ურთიერთობას ხაზს უსვამ.

რაც შეეხება გუშინდელ პოსტს – დიახ, არა ძალადობას, აუტანელია, როცა ხედავ, როცა ქართველი ქართველს წაქცეულს ფეხს ურტყამს, ფეხქვეშ თელავს და ეს ვიღაცისთვის სამაგალითოა? მზად ვართ ერთმანეთი დავჯიჯგნოთ ისე, რომ თვალიც არ დავახამხამობთ. ყველა ვცხოვრობთ სხვისი ცხოვრებით და განვიხილავთ სხვას. უფლის ნებით ეს ყველაფერი მალე მშვიდობით ჩაივლის, ისე, რომ ქართველმა ქართველს სიყვარულით შეხედოს. მე არ მინდა ესეთი ევროპა სადაც თავპირს ვალეწავთ ერთმანეთს, მე არ მინდა რომ სხვადასხვა ქვეყნის საჯიჯგნი გავხდეთ, მე არ მინდა ვიღაცისგან დაქირავებულმა ადამიანებმა ქვეყანა შეჭამონ, არ მინდა ყველაფერი განადგურდეს… იმის ნაცვლად რომ ერთად დავდგეთ და ერთმანეთის აზრი გავიზიაროთ, ერთმანეთს ვლანძღავთ ვაგინებთ და ამით მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს, რომელიც ბევრი ჰყავს ამ ქვეყანას. 

ნიკო ნანიტაშვილის გუშინდელი წერილი:

არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში.

არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა.

ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით!!!

მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს…

მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქვეყნის ჩამონგრევას ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის გამო.

მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც არა რუსეთს ყვირის და რუსული ფულით ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე.

მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც საქარველოს დამონებას და განადგურებას ლამობს…

არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი ვლანძღოთ,მიწაში ჩავდოთ და წიხლები ვურტყათ…

ეს არაა ევროპა, ეს არ არის დემოკრატია, ეს აღარაა სიყვარული…

არა ძალადობას!!! არაააა ძალადობააას!!!

საქართველოს გაუმარჯოს!! ერთიანს, კაცთმოყვარეს და ევროპულს… რუსეთი ოკუპანტია… პუტინის დედას შე@ეცი, ყველგან და ყოველთვის…

დიდება გმირებს, ვინც საქართველო და ქართველობა შემოგვინახა. ყველას გაუმარჯოს, ვინც ნამდვილად, გულით და სულით,სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძვის!!!

სრულად წაკითხვა