ჟურნალისტ ნიკა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

1 week ago 8

რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ჟურნალისტს ნიკა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. ორივე მათგანი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და მათზე ფიზიკურად იძალადა.

ახობაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო და ასე სცადა აქტივისტებზე ანგარიშსწორება.

ახობაძე მშრალი შიმშილობიდან, შიმშილობაზე გადავიდა და ოჯახის წევრების თხოვნით, სითხის მიღებას დათანხმდა.

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს და პირადი ჩხრეკა ქუჩაში ჩაუტარდა. ადვოკატის თქმითვე, კაციამ მას განუმარტა, რომ პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

ნიკა კაცია კაცია იმ დღეს აქციაზე უნდა წასულიყო.

სრულად წაკითხვა