რამაზ სვანაძე: "რთული მატჩები გვექნება, თუმცა.."

2 weeks ago 10

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2025-ის ჯგუფზე კომენტარი გააკეთა.

საინტერესო ჯგუფია, რა თქმა უნდა, რთული მატჩები გვექნება, თუმცა ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ჩვენთვის საფეხბურთო დღესასწაულია.


ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვთამაშობთ, ამ ტურნირზე ყოფნის უფლება ამჯერად ჩვენი თამაშითა და უდიდესი შრომით მოვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.


სხვა დეტალებზე, ალბათ, მოგვიანებით უნდა ვისაუბროთ, წინ გვაქვს მარტის სანაკრებო პაუზა, ივნისშის ამხანაგური მატჩები და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ამ თამაშებს მწყობრში შეხვდება.

- თქვა სვანაძემ.

სრულად წაკითხვა