“რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, ყურადღება არ უნდა იქნას გადატანილი” – ნიკა მელია

2 weeks ago 10

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა:

“უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის და არა ვიღაცისთვის ან ვიღაცებისთვის. ასე მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენ ოფისშიც არ უნდა შევიდნენ, ხალხის პროტესტი გაგრძელდება . პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ყურადღება არ უნდა იქნას გადატანილი.

გამარჯვება იქნება გარდაუვალი. არ ვსაუბრობთ დაკავებებზე, მითუმეტეს პოლიტიკოსების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლია ნიკა გვარამია. ხვალ შეიძლება სხვა იყოს, ზეგ შეიძლება სხვა იყოს. 300ზე მეტი ადამიანია დაკავებული და უმეტესობა უმოწყალოდ ნაცემი  მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და სუვერენულის ახელმწიფოს ხილვა უნდათ მომავალში. ეს არის ერთადერთი მოტივაცია, რის გამოც ასობით ათასი ადამიანი გამოდის”

სრულად წაკითხვა