რას ამბობს შსს ნიკა გვარამიას დაკავებაზე

2 weeks ago 236

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით დააკავეს.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა:

"ისინი ჩხრეკის მიზნით მოვიდნენ. ჩვენ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი წინააღმდეგობა გავუწიეთ იმიტომ, რომ უბრალოდ სასამართლოს სანქცია მოვითხოვეთ და მათ არ ჰქონდათ ეს დოკუმენტი წარმოსადგენი, როგორც ჩანს.

ასევე, ვთხოვეთ ახსნა-განმარტება, რასთან დაკავშირებით შემოდიან ჩხრეკაზე და არის თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ ეს ვერ მოხდა და გაბრუნდნენ. თუმცა აქ რჩებიან კვლავ და ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ წავიდნენ სასამართლოში ჩხრეკის ნებართვისთვის სანქციის ასაღებად" - თქვა ნიკა გვარამიამ.

დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ.

სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და "ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ".

სრულად წაკითხვა