"რას ვიტყვი ხვიჩაზე?" - დონარუმას კომენტარმა დიდი მოწონება დაიმსახურა

1 month ago 3411

ხვიჩა კვარაცხელია ახალ გუნდში დებიუტისთვის ემზადება, რომელიც შაბათს, ღამის 12 საათზე ლიგა 1-ში, რეიმსის წინააღმდეგ შედგება.

გუნდში ადაპტაციის სწრაფად გავლისთვის კვარაზე კარგი კომენტარი პსჟ-ის რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე გააკეთა. ასეთი ერთ-ერთი ჯიჯი დონარუმაც გახლავთ.

ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. მასთან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით.

- თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ბოლო მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტი 4:2 დაამარცხა და ახლა გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, რათა კვარასთვის დებიუტი კიდევ უფრო კარგი გამოვიდეს.

სრულად წაკითხვა