აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში უახლოეს ინფორმაციას გვიზიარებს.
“ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით.
აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვალი. დილამდე დააძინეს. დინამიკაში ნახავენ შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. იმედია, ღმერთი არ გაგვწირავს“,- აცხადებს დაშავებულის მამიდა, ეკა თირქია.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.