რატომ არ განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ სარჩელი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო, რაც არასაკმარისად წარმოდგენილი არგუმენტებით ახსნა.