“რატომ არ ცხრება მუხტი? არასდროს საქართველოს ისტორიაში დაუფარავად და პირდაპირ არ უთქვამს ქართველებისთვის, რომ მტერთან, რუსეთთან უნდა” – რატი თვალავაძე

2 weeks ago 6

სააგენტო "პარალელი"
“რატომ არ ცხრება მუხტი? არასდროს საქართველოს ისტორიაში დაუფარავად და პირდაპირ არ უთქვამს ქართველებისთვის, რომ მტერთან, რუსეთთან უნდა” – რატი თვალავაძე

თავდაცცის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი წევრი, რატი თვალავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მიმდინარე პროტესტის აქტუალურობის საკითხთან დაკავშირებით:

,,ეს არ არის უბრალოდ ერთი პროტესტი, ერთი დემონსტრაცია ან ერთი აქცია, ეს ბევრად უფრო მასშტაბური რამაა, რასაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთიანი სახალხო ეროვნული მოძრაობა (რუსთაველის გამზირზე ერთი გასეირნებაც კმარა იმის დასანახად, რომ უკლებლივ ყველა თაობა აქაა), უნიკალური თავისი არსით, რომლის მსგავსსაც არასდროს, ვიმეორებ – არასდროს, არ ჰქონია ადგილი ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში.

მოძრაობა გაშლილია ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ქალაქში და მისი მასშტაბი დღითი დღე ძლიერდება.

რამდენიმეგან შემხვდა კითხვა და ალბათ, ,,ოცნების” ვერტიკალში ერთმანეთს ამას ეკითხებიან, თუ რატომ არ ცხრება მუხტი? პასუხი მარტივია – არასდროს საქართველოს ისტორიაში (და ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ საქართველოს პირველი (1918-21) და მეორე რესპუბლიკის (1991 წლიდან დღემდე) ხანას, ვგულისხმობ ყველა პერიოდს მას შემდეგ, რაც საქართველო, როგორც ერთეული არსებობს, მე-11 საუკუნიდან დღემდე), არც ერთ ხელისუფალს გასულ ხუთშაბათამდე ანუ კობახიძის განცხადებამდე, ღიად, დაუფარავად და პირდაპირ არ უთქვამს ქართველებისთვის, რომ მტერთან, რუსეთთან უნდა. არალეგიტიმურმა მთავრობამ ღიად გვითხრა, რომ რუსეთთან უნდა და პასუხად მიიღო ეროვნული მოძრაობა, რომლის გაჩერება შეუძლებელია”, – წერს რატი თვალავაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“რატომ არ ცხრება მუხტი? არასდროს საქართველოს ისტორიაში დაუფარავად და პირდაპირ არ უთქვამს ქართველებისთვის, რომ მტერთან, რუსეთთან უნდა” – რატი თვალავაძე
პარალელი

სრულად წაკითხვა