“რატომ ჩავარდა “იმედის” რუხაძე პანიკაში?” – რას წერს რომან გოცირიძე

1 day ago 3

6

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე:

რატომ ჩავარდა “იმედის” რუხაძე პანიკაში და რატომ გაამჟღავნა კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრაზე გამოთქმული მისი კრიტიკული მოსაზრებები? იმიტომ, რომ სანქციები უახლოვდება და თავის დაძვრენა უნდა. ვერ დაიძვრენს.

ცოტა ხნის წინ, როცა ევროკავშირმა სანქციების მე-15 პაკეტი დააწესა, მოხდა პირველი პრეცედენტი-დასანქცირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ( ნიდერლანდების) მოქალაქე და მისი კომპანია, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობისათვის დაწესებულ შეზღუდვებს არღვევდა.

ირაკლი რუხაძეს ვერ დაიცავს ამერიკის მოქალაქეობა, ისევე როგორც მის უცხოელ პარტნიორებს ( მათ შორის ნიდერლანდელებს) “ლიბერთიში”, მეტალურგიაში, კავშირგაბმულობაში თუ სხვა სფეროში. რუხაძე უკვე მათთვის საფრთხე და ტოქსიკური ტვირთი გახდა. მისი დასანქცირება ასევე ივანიშვილის სულ მცირე, ერთი კომპანიის დასანქცირებას ნიშნავს, რომელსაც რუხაძესთან ერთად ფლობს ( ცემენტის ბიზნესი, “ჰაიდელბერგი” რომ გააგდეს ფაქტობრივად და მათ რომ იყიდეს). ივანიშვილ-რუხაძე სიამის ტყუპებივით არიან, ერთის დასანქცირება მეორისასაც იწვევს.

რუხაძის განცხადება, რომ თუ ვინმე მართლა ომის დაწყებას არ გვთხოვდა, მაშინ რაც ხელისუფლებამ გააკეთა სრული სიგიჟეაო, უკვე ზუსტი შეფასებაა ქოცის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის. მერე აღმოაჩენს ( ისედაც კარგად იცის), რომ ომის თემა გამოგონილი იყო და მისი მავნე ტელევიზიის მიერ ტირაჟირებული.

ივანიშვილი და მისი კლანი სანქციების შიშით ძრწის. ახლა მათ სჭირდებათ ისეთი პირი მთავრობაში, რომელიც კობახიძესავით ხელჩამოურთმეველი არ იქნება და ვინმე დაელაპარაკება. კობახიძის დღეები დათვლილია. ამაზე რუხაძის მიერ იმ შეხვედრიდან ამბის გამოტანაც მეტყველებს.

სრულად წაკითხვა